Tuesday, April 19, 2011

ბრაზილია

    ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში და უკავია ამ კონტინენტის ნახევარი ტერიტორია.
ფართობი: 8.511.965 კვ.კმ.ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - პიკო-და-ნებლინა, 3,014 მ; მთავარი მდინარეები (კმ) – ამაზონი 3.500 (სულ 6.280), პურუსი 3.000 (სულ 3.210), რიო სან-ფრანსისკუ 2.900, ტოკანტისი 2.700, არაგუაია 2.600, რიო პარანა 2.400 (სულ 4.700); უდიდესი ტბა (კვ.კმ) - ლაგოა მირიმი 3.000; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - მარაჟუ 47.573, დიდი გურუპა 4.864; კლიმატი - ეკვატორული, ტროპიკული.
ბუნებრივი რესურსები: ბრაზილიას სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგი აქვს, მათ შორის ბოქსიტები, ოქრო რკინის მადანი, მანგანუმი, ნიკელი, ფოსფატები, პლატინა, კალა, ურანი, ნავთობი, ჰიდროენერგია, საშენი ხე-ტყე (ტროპიკულ ზონაში).
                             
                                                 ფლორა და ფაუნა
ბრაზლიის ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაფარულია ტყეებით, რომელიც გავრცელებულია წითელ ფერალიტურ ნიადაგებზე. ბრაზილიის მცენარეული საფარი ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია. მისი ფლორისტული შემადგენლობა 50.000 მცენარეს შეიცავს, საიდანაც 12.000 ენდემურია.

                                                   მემკვიდრეობა
                       

ბრაზილია სამხრეთ-ამერიკის უდიდესი ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ფეხბურთით, ყავით, რიო-დე-ჟანეიროს კარნავალით და სამბასა და ბოსანოვას მუსიკით. ღირშესანიშნაობანი - დედაქალაქი ბრაზილია, სალვადორ დე ბაიას, ოლინდას, გოიას, დიამანტინას და ოურუ პრეტუს ისტორიული ცენტრები, იგუასუს, ჟაუს, სერა და კაპივარას ეროვნული პარკები.


http://ka.wikipedia.org/wiki/ბრაზილია

No comments:

Post a Comment